Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია გუანტანამოს პატიმრებთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართვას ითხოვს


კონსერვატიული პარტია გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გადაყვანასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ოპოზიციის ჩართვას ითხოვს. ამ პროცესში, ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის ჩართვის თხოვნით კონსერვატორებმა ამერიკულ მხარეს მიმართეს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. ძიძიგურის განცხადებით, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ქვეყანა არასასურველ მდგომარეობაში ჩააყენოს, რაც ახალი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზიც შეიძლება გახდეს.
XS
SM
MD
LG