Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავის ქალა, რომელიც ჰიტლერის ეგონათ, ქალისა აღმოჩნდა


ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძვლის ნატეხი, რომელიც აქამდე ადოლფ ჰიტლერის თავის ქალის ნამსხვრევი ეგონათ, სინამდვილეში უცნობ ქალს ეკუთვნოდა. ძვლის ამ ფრაგმენტს ნატყვიარი ამჩნევია და სწორედ მას ეყრდნობოდა თეორია, რომ ჰიტლერმა თავი იარაღით მოიკლა. თავის ქალის ფრაგმენტი მოსკოვში, ქალაქის ფედერალურ არქივში იყო გამოფენილი 2000 წლიდან. კონექტიკუტის უნივერსიტეტის არქეოლოგი საგანგებოდ გაემგზავრა რუსეთში ძვლის ნატეხის შესასწავლად და დნმ-ს ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ის 20-დან 40-მდე წლის ქალს ეკუთვნოდა.

XS
SM
MD
LG