Accessibility links

logo-print

ჟენევაში ირანის წარმომადგენელი ”ექვსეულს” ხვდება


დღეს ჟენევაში ირანის მთავარი მომლაპარაკებელი ბირთვული პროგრამების სფეროში საიდ ჯალილი გაეროში ვეტოს უფლების მქონე ხუთი ქვეყნის - აშშს, რუსეთის, ჩინეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის, აგრეთვე გერმანიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრამდე ირანმა განაცხადა, რომ არ აპირებს ექვსეულთან განიხილოს თავისი ბირთვული პროგრამების საკითხი, მათ შორის ურანის გამდიდრების პროგრამა, რადგან მშვიდობიანი მიზნით ბირთვული ენერგიის გამომუშავება განხილვის საგანი არ არის და ეს მხოლოდ ირანის საქმეა. აშშ და მისი მოკავშირეები ირანს აფრთხილებენ, რომ თუკი ის კონსტრუქციულ დიალოგში არ დაამტკიცებს თავისი პროგრამების მშვიდობიან მიზნებს, შესაძლოა, მორიგი სანქციების პირისპირ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG