Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინის კომისიის დასკვნით კმაყოფილი კოკოითი ევროპულ ორგანიზაციებს აკრიტიკებს


ევროკავშირის კომისიის ანგარიში 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მართალია დაგვიანებული, მაგრამ პრინციპული შეფასებაა, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკის დეფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ტალიავინის კომისიის დასკვნის კომენტირებისას. ”კომისიის წევრები მეტად პრინციპულად მიუდგნენ მთელ რიგ საკითხებს და როგორც იქნა განსაზღვრეს, რომ ომი საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო და ის არის უშუალო დამნაშავე აგვისტოს მოვლენებში”, - აღნიშნა კოკოითიმ, რომლის კომენტარსაც სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ბეჭდვისა და კომუნიკაციების სამინისტრო ავრცელებს. ტალიავინის კომისიის დასკვნის კომენტირებისას კოკოითიმ ევროპული ორგანიზაციები გააკრიტიკა და თქვა: ”აგრესიის დაწყებას მათმა უმოქმედობამ შეუწყო ხელი. მათმა უსიტყვო თანხმობამ და საქართველოს შეიარაღებაში დანაშაულებრივმა მონაწილეობამ უბიძგა ომისკენ საქართველოს ხელისუფლებას.” ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კოკოითის აზრით ”ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა არ დასრულებულა”, მაგრამ ”არავის გაუვა მცდელობები, ყველაფერი გადააბრალოს რუსეთს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს.” კოკოითის თქმით, ამას არ დაუშვებენ ”ჯანსაღი ძალები”, რომლებიც ევროპაში ”სადავეებს იღებენ ხელში”.
XS
SM
MD
LG