Accessibility links

logo-print

ინდონეზიაში მიწისძვრამ 770-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


ინდონეზიის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, 770-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა კუნძულ სუმატრაზე ოთხშაბათს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. შიშობენ, რომ შესაძლოა, ათასობით ადამიანი იყოს მოყოლილი შენობების ნანგრევებში ზღვისპირა ქალაქ პადანგში. ის ყველაზე მძიმედ დააზარალა 7,6 სიმძლავრის მიწისძვრამ. ინდონეზია დღეს კიდევ ერთმა მიწისძვრამ შეარყია. მისი მაგნიტუდა 6,8 იყო. დასავლეთ ინდონეზიაში დღევანდელი მიწისძვრის მსხვერპლზე ჯერ არაფერს იუწყებიან.
XS
SM
MD
LG