Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას თქმით, ირანთან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მოლაპარაკებები "კონსტრუქციული დასაწყისია"


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და თეირანს შორის მოლაპარაკებას "კონსტრუქციული დასაწყისი" უწოდა. მაგრამ მან მოუწოდა თეირანს, სიტყვები საქმით დაამტკიცოს. შეერთებული შატების გარდა ჟენევის მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და ჩინეთი. მოლაპარაკებებზე თეირანმა განაცხადა, რომ ის ურანის გასამდიდრებელ ბირთვულ ობიექტზე, რომელიც წმიდა ქალაქ ყუმთან მდებარეობს, გაეროს ინსპექტორებს დაუშვებს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე.
XS
SM
MD
LG