Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიცინის დარგში ნობელის პრემია ამერიკელ მეცნიერებს მიენიჭათ


მედიცინის დარგში ნობელის პრემია სამ ამერიკელ მეცნიერს მიენიჭა, ფერმენტების გარშემო ჩატარებული მუშაობის გამო. 10 მილიონი შვედური კრონის - ანუ 1.42 მილიონი ამერიკული დოლარის - ოდენობის პრემიას ავსტრალიური წარმოშობის ელიზაბეტ ბლექერნი, ბრიტანული წარმოშობის ჯეკ ზოსტეკი და კეროლ გრეიდერი გაიყოფენ. შვეციის კაროლინსკის ინსტიტუტის თანახმად, სამმა მეცნიერმა ბიოლოგიაში მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შესძლო - კერძოდ, დაადგინა როგორ ხდება უჯრედებში ქრომოსომების დეგრადაციისგან დაცვა. ამ აღმოჩენას კიბოსა და დაბერების ირგვლივ მიმდინარე კვლევებზე შეუძლია გავლენის მოხდენა. მედიცინის დარგში პრემია პირველია, რომელიც წელს გამოცხადდა. კიდევ გაიცემა ხუთი პრემია - ფიზიკაში (6 ოქტომბერს), ქიმიაში (7 ოქტომბერს), ლიტერატურაში (8 ოქტომბერს) და მშვიდობის დარგში (9 ოქტომბერს). ბოლოს - 12 ოქტომბერს - გასცემენ პრემიას ეკონომიკის სფეროში, რომელიც შვეციის ცენტრალური ბანკის მიერ არის შექმნილი და ზუსტი განსაზღვრებით არ წარმოადგენს ნობელის პრემიას.
XS
SM
MD
LG