Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერ სტიგ მიოლერი: საქართველო ”ერთ დღეს” აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი


5 ოქტომბერს, ქართველ კოლეგასთან, გრიგოლ ვაშაძესთან საუბრის შემდეგ დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მიოლერმა ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი და თქვა, რომ დანია ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას ”ევროპასთან დაახლოების” გზაზე. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო ”ერთ დღეს” აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ”ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოსთვის შეემსუბუქებინა ომის შედეგები. ჩვენ ახლაც ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთის მხრიდან იგივე არ განმეორდეს და საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საფრთხე არ დაემუქროს”, - აღნიშნა პერ სტიგ მიოლერმა.
დღეს ის ასევე შეხვდა ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს თბილისში. ”ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია გახდეს უფრო ძლიერი და ევროკავშირის მონიტორებმა აკონტროლონ უფრო დიდი ტერიტორია. ვნახოთ, რა გამოგვივა. ამჯერად მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ მისიის გაძლიერების სურვილი” , - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 ოქტომბერს ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.
3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს ის შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. პერ სტიგ მიოლერი ჩასვლას აპირებს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონშიც. საქართველოში მისი ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ქართულ-დანიური ბიზნეს ფორუმი.
XS
SM
MD
LG