Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც წამყვან პოლიტიკოსებს იმუნიტეტს ანიჭებს


იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს გააუქმა კანონი, რომელიც პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისა და სხვა უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებს იმუნიტეტს ანიჭებს, სანამ ეს პოსტები უკავიათ. კანონი, რომელიც შარშან ბერლუსკონის პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ ცოტა ხანში შევიდა ძალაში, იტალიის ოთხ ლიდერს - პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს - სასამართლო იმუნიტეტს ანიჭებს. კანონის გაუქმების შედეგად ბერლუსკონის შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგობა მოუწიოს კორუფციაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG