Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტი კვირას ხელს მოაწერს ლისაბონის ხელშეკრულებას


პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი თანაშემწის განცხადებით, კვირას მოაწერს ხელს ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულებას. როგორც ალექსანდერ შჩიგლომ განაცხადა, კაჩინსკი დაპირებისამებრ აპირებს დოკუმენტზე ხელმოწერას მას შემდეგ, რაც ირლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭერეს ლისაბონის ხელშეკრულებას, რომელიც ევროკავშირის რეფორმას ითვალისწინებს. მაგრამ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსმა" მოგვიანებით გაავრცელა ცნობა, რომ პრეზიდენტ კაჩინსკის ძმა იაროსლავი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი ლისაბონის ხელშეკრულებაზე ხელმოწერას აპირებდეს. კაჩინსკის ხელმოწერის შემთხვევაში, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მარტო ჩეხეთის პრეზიდენტი დარჩება, რომლის ხელმოწერაც აკლია ლისაბონის ხელშეკრულებას ძალაში შესასვლელად.
XS
SM
MD
LG