Accessibility links

logo-print

ბარაკ ობამას მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა


მშვიდობის დარგში ნობელის 2009 წლის პრემია მიენიჭა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, ეს ჯილდო ობამას გადაეცემა “საერთაშორისო დიპლომატიისა და ხალხებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”. კომიტეტის თავმჯდომარის ტორბიორნ იაგლანდის თქმით, “კომიტეტი საგანგებო მნიშვნელობას ანიჭებს ობამას ხედვასა და ძალისხმევას ბირთვული იარაღისგან თავისუფალი მსოფლიოს საკითხში”. ოსლოში გამართულ ცერემონიაზე გამოსლვისას, იაგლანდმა დასძინა, რომ ობამამ “საერთაშორისო პოლიტიკის ახალი კლიმატი შექმნა”. მისივე თქმით, იშვიათია, ვინმეს, “ისეთივე მასშტაბით მიექციოს მსოფლიოს ყურადღება და ადამიანებისთვის უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახოს.”
XS
SM
MD
LG