Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებზე იზრდება სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი


სულ მცირე 160 ადამიანი შეეწირა ფილიპინების ჩრდილოეთში გასულ ღამით ჩამოწოლილ მეწყერებს. ამის შემდეგად მიმდინარე კვირაში მომხდარი წყალდიდობებისა და მეწყერების მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა. ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ფილიპინებზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობაა. ის ტაიფუნმა პარმამ გამოიწვია - რომელიც ქვეყანას შაბათს დაატყდა თავს. გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების და რეზერვუარების ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია.
XS
SM
MD
LG