Accessibility links

logo-print

პაკისტანში დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა


სავარაუდოდ თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანით მოწყობილი აფეთქების შედეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანის ქალაქ ფეშავარში. პოლიციის ცნობით, მოიერიშემ ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა ხალხმრავალი ბაზრის მახლობლად ავტობუსს ჩაუარა. ეს თავდასხმა, რომლის შედეგადაც ასზე მეტი ადამიანი დაიჭრა, ყველაზე მსხვერპლიანი იყო პაკისტანში უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისირა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიქმა განაცხადა, რომ "ყველა გზა მიდის სამხრეთ ვაზირისტანისკენ". იგულისხმება ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონი, რომელიც პაკისტანელი თალიბების ცენტრად ითვლება. მალიქის თქმით, ამ თავდასხმამ ხაზი გაუსვა რეგიონში ფართო მასშტაბის შეტევის აუცილებლობას.
XS
SM
MD
LG