Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიდნეიში ტერორიზმში ეჭვმიტანილები გაასამართლეს


ავსტრალიის სასამართლომ 5 კაცი ცნო დამნაშავედ შეთქმულებაში ტერორისტული აქტების განსახორციელებლად. პოლიციამ ხუთივე 2005 წელს წელს დააკავა. პროკურორის განცხადებით, ისინი ტერორისტული აქტების მოწყობას გეგმავდნენ ავსტრალიის პოლიტიკის შესაცვლელად ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით. ამ დანაშაულებისთვის მაქსიმალური სასჯელი უვადო პატიმრობაა. სასამართლო 2008 წლის ნოემბერში დაიწყო და 170-ზე მეტ დღეს გასტანა.

XS
SM
MD
LG