Accessibility links

logo-print

ევროკომისია საქართველოსთვის 46 მილიონი ევროს გამოყოფის წინადადებით გამოდის


ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, 46 მილიონი ევრო მიაწოდოს საქართველოს, ხოლო 100 მილიონი - სომხეთს. საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა არის ნაწილი ევროკავშირის 500 მილიონამდე ევროს მომცველი დახმარების პაკეტისა, რომლითაც გამიზნულია საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაცია რუსეთთან შარშანდელი ომის შემდეგ. სომხეთისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროდან კი 65 მილიონი ევრო კრედიტების, 35 კი გრანტების სახით უნდა გამოიყოს. ევროკომისიის ეს წინადადება ევროკავშირის 27-ვე წევრის მხადრაჭერას საჭიროებს
XS
SM
MD
LG