Accessibility links

აფეთქების შედეგად ჩრდილოეთ ერაყში ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ერაყში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაიჭრა. აფეთქება ჩრდილოეთში მდებარე ნინევიის პროვინციაში მოაწყო თვითმკვლელმა თავდამხსმელმა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ჯერ სროლა დაიწყო, შემდეგ კი ასაფეთქებელი მოწყობილობებით აღჭურვილი ქამარი აიფეთქა ქალაქ ტალაფარის სუნიტურ მეჩეთში, როცა იმამი პარასკევის ლოცვას უძღვებოდა. ტალაფარში, რომელიც ქალაქ მოსულის მახლობლად მდებარეობს, უმეტესწილად ეთნიკური თურქომანები ცხოვრობენ.
XS
SM
MD
LG