Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კავკასიაში შეტაკებების დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა


გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კავკასიაში ორი შეტაკების შედეგად ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი მოკლეს. დაღესტანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უშიშროების ძალებმა კვირას მოკლეს სამი მამაკაცი, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს მათი ავტომანქანის გაჩერების მცდელობისას. ჩეჩნეთში კი უშიშროების ძალებმა დღეს მოკლეს ეჭვმიტანილი, რომელიც მშენებარე სახლში იმალებოდა.
XS
SM
MD
LG