Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ აპირებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას ნატოს არაწევრ ქვეყნებში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუს განცხადებით, აშშ-ის გეგმები არ ითვალისწინებს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას ნატოს არაწევრ ქვეყნებში. როგორც ვერშბოუმ თბილისში უთხრა ჟურნალისტებს, ვაშინგტონი არ განიხილავს საქართველოში სამხედრო ბაზის განთავსების საკითხს. ბოლოხანს რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეშფოთება აშშ-ის მიერ ანტისარაკეტო სისტემის ელემენტების საქართველოში, ან უკრაინაში განთავსების შესაძლებლობის გამო.
XS
SM
MD
LG