Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახაროვის სახელობის პრემია ორგანიზაცია "მემორიალს" მიენიჭა


ევროპარლამენტმა უფლებადამცავ ორგანიზაცია „მემორიალს“ მიანიჭა სახაროვის სახელობის პრემია. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იერჟი ბუზეკმა განაცხადა პარლამენტის პოლიტიკური ლიდერების შეხვედრის შემდეგ, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დისკუსია არ იყო საჭირო, რადგან კონსენსუსი არსებობდა რუსეთის ორგანიზაცია „მემორიალის“ სასარგებლოდ. საბჭოთა მეცნიერისა და დისიდენტის, ანდრეი სახაროვის სახელობის „თავისუფალი აზრის“ პრემია 1988 წელს დაარსდა. მას უკავშირდება 50 000 დოლარის ოდენობის ფულადი პრემია, რომელსაც ლაურეატს 16 დეკემბერს, სტრასბურგში გადასცემენ. სახაროვის სახელობის პრემიის ლაურეატებს შორის არიან ნელსონ მანდელა და კოფი ანანი.
XS
SM
MD
LG