Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან რუმინეთში ჩავიდა


შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბუქარესტს ეწვია რუმინეთის ლიდერებთან რეგიონული უსაფრთხოებისა და სხვა საკითხებზე მოსალაპარაკებლად. დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუსთან და სტუდენტების წინაშე მოხსენებით გამოსვლა ცენტრალურ ევროპასთან შეერთებული შტატების ურთიერთობაზე. გუშინ ვარშავაში ვიზიტის დროს, ბაიდენმა მოლაპარაკება გამართა პოლონეთის ლიდერებთან. მათი განცხადებით, პოლონეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ გეგმაში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი რუმინეთის შემდეგ ჩეხეთს ეწვევა.
XS
SM
MD
LG