Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც დეპუტატთა დელეგაციასთან ერთად ვაშინგტონში იმყოფება, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ჯეიმს ჯონსს შეხვდა. პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ბაქრაძემ და ჯონსმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემაზე იმსჯელეს. გაზეთ „ვაშინგტონ თაიმსთან“ ინტერვიუში დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ საქართველოს მხარდაჭერით აშშ წინააღმდეგობას მოსკოვის ექსპანსიას გაუწევს.
XS
SM
MD
LG