Accessibility links

logo-print

მერკელს გერმანიიდან ამერიკის რაკეტების გატანა სურს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ მისი ახალი კოალიციური მთავრობის მიზანი იქნება, გერმანიიდან გატანილ იქნეს შეერთებული შტატების ბირთვული რაკეტები. მაგრამ, მისი თქმით, კოალიცია მხოლოდ ნატოს კონტექსტში მიიღებს საამისო ზომებს. ბერლინში გამოსვლაში მერკელმა ასევე თქვა, რომ დაგეგმილი აქვს, 1 იანვრიდან შეამციროს გადასახადები და ვოლფგანგ შოიბლე დაასახელა ფინანსთა ახალი მინისტრის პოსტზე. მერკელმა დღეს გამოაცხადა ახალი მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. მასში შედიან მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, მისი ბავარიული დობილი პარტია - ქრისტიანულ-სოციალური კავშირი, და მეწარმეთა ინტერესების დამცველი თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
XS
SM
MD
LG