Accessibility links

logo-print

ისრაელის პოლიციასა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა


ისრაელის პოლიციამ იერიში მიიტანა იერუსალიმის წმინდა ადგილზე - ტაძრის მთაზე - და არალეტალური ჭურვებით შეეცადა ასობით პალესტინელის მიერ გამართული აქციის დაშლას. აქციის მონაწილეებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ტაძრის მთაზე მდებარე მეჩეთში აქციის ათეულობით მონაწილე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გამაგრებული. ისინი დროდადრო კარებს აღებდნენ, რათა პოლიციისთვის საგნები ესროლათ. ისრაელის ძალები შენობაში არ შესულან. ბოლოს აქციის მონაწილეებმა მეჩეთი მშვიდობიანად დატოვეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. მსუბუქი დაზიანებები მიიღეს აქციის 25-მა მონაწილემ და 9 პოლიციელმა. ისრაელის პოლიციის ხელმძღვანელმა, დავიდ კოენმა, მუსულმანი ექსტრემისტების მცირერიცხვოვან ჯგუფს ძალადობის პროვოცირების მცდელობაში დასდო ბრალი. ტაძრის მთა, სადაც იუდაიზმისა და ისლამის წმინდა ადგილები მდებარეობს, წარსულში არაერთხელ გამხდარა შეტაკების ადგილი ისრაელებსა და პალესტინელებს შორის.
XS
SM
MD
LG