Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში გაეროს თანამშრომლები მოკლეს


გაეროს ექვსი თანამშრომელი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი თავდასხმის შედეგად. მოკლულია ასევე დაცვის ორი ავღანელი წევრი და სამოქალაქო პირი. გაეროს მიერ დაქირავებულ პატარა სასტუმროში თალიბანის სამი მებრძოლი შეიჭრა. ორმხრივი სროლის შემდეგ სამივე მოკლეს. ცოტა ხანში ყუმბარები ესროლეს ქაბულში მდებარე მეორე სასტუმროსაც, სადაც ძირითადად დიპლომატები ცხოვრობენ. მეორე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG