Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისში პროვოკაციების საფრთხე არსებობს


გელა ბეჟუაშვილი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი
გელა ბეჟუაშვილი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი
საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გელა ბეჟუაშვილმა, პარლამენტში "ნდობის ჯგუფის" შეხვედრაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, პანკისის თემამ, ძალიან ცუდად გაიჟღერა საქართველოსთვის.

”ნდობის ჯგუფის” შეხვედრა დახურულია და მასში, გარდა საგარეო დაზვერვის სამსახურისა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრიდან გამოსულმა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ საფრთხე არსებობს, და არა მარტო პანკისში. მისი აზრით, საქართველოს მთელი სასაზღვრო ზოლი, მათ შორის საზღვაო, პროვოკაციების საშიშროების შემცველია. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება. მისივე მტკიცებით, საქართველოს მოეპოვება პროვოკაციების თავიდან აცილების რესურსები.

”ნდობის ჯგუფის” შეხვედრის საფუძველი გახდა რუსეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG