Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის სამ ქუჩას სახელი შეეცვალა


თბილისის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის სამი ქუჩისთვის სახელების შეცვლის საკითხი დაამტკიცეს. ძველი თბილისის რაიონში ფასანაურის ქუჩას სოფიკო ჭიაურელის სახელი დაერქმევა. ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას - ანა პოლიტკოვსკაიას სახელი. გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ნოვოროსიისკის ქუჩას - ოლგა კონსკაიას სახელი.
სოფიკო ჭიაურელი, ქართველი მსახიობი და საზოგადო მოღვაწე 2008 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. ანა პოლიტკოვსკაია, რუსი ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი, 2006 წლის 8 ოქტომბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. ოლგა კონსკაია არის ერთ-ერთი რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა ”რუსულის გაკვეთილები”. რეჟისორ ანდრეი ნეკრასოვთან ერთად მან გადაიღო ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. ოლგა კონსკაია 2009 წლის მაისში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG