Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინას დაეხმაროს რუსეთთან გაზის ვალის დაფარვაში


რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთთან გაზის ვალის გასტუმრებაში. პუტინის წინადადებით, ევროკავშირმა მილიარდი ევროთი უნდა გაუწიოს მხარდაჭერა კიევს. როგორც მან დანიის პრემიერ-მინისტრ ლარს ლოეკე რასმუსენთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, ევროპას „აქვს ფული“ უკრაინის დასახმარებლად. გუშინ პუტინმა ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე შვეცია გააფრთხილა, რომ ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება, რაც უკრაინის ტერიტორიის გავლით ხორციელდება, შესაძლოა შეფერხდეს კიევთან ვალის გამო მოსკოვის დავის შედეგად. მანამდე პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დაადანაშაულა ფულის გადარიცხვისთვის ხელის შეშლაში.
XS
SM
MD
LG