Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხამენეი: ირანს ვერ დაიყოლიებენ „ქედმაღალ“ აშშ-თან შერიგებაზე


ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ქედმაღალია“ და ირანი „არ მოტყუვდება მისი თითქოსდა შემრიგებლური ქმედებით“. ირანის სახელმწიფო რადიოს ცნობით, ხამენეიმ ასევე განაცხადა, რომ ირანი უარყოფს ნებისმიერ დიალოგს, თუ მისი შედეგი წინასწარვეა განსაზღვრული ვაშინგტონის მიერ. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ნათქვამი აქვს, რომ მზად არის, პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს ირანთან, რაზეც ობამას წინამორბოდები უარს ამბობდნენ. აშშ-მა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ - მას შემდეგ, რაც რადიკალი სტუდენტები თეირანში შეერთებული შტატების საელჩოში შეჭირნენ და 52 ამერიკელი მძევალი აიყვანეს. ირანი ხვალ აღნიშნავს საელჩოში შეჭრის 30-ე წლისთავს.
XS
SM
MD
LG