Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

შეშა-გათბობის ძირითადი საშუალება ლაგოდეხში


ლაგოდეხში მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გათბობის ერთადერთ საშუალებად კვლავაც შეშა რჩება, რადგან, არაერთი დაპირების მიუხედავად, რაიონის სრული გაზიფიცირება ჯერაც არ მომხდარა. ერთი კუბმეტრი შეშის ფასი აქ 60 ლარს შეადგენს. მოსახლეობა ამბობს, რომ შეშა ძვირია და მისი შეძენა გაჭირდება.

შეშის შეძენა განსაკუთრებით პენსიონერებს უჭირთ. ამბობენ, რომ პენსია საკმარისი არაა და, შესაძლოა, სიცივეში მოუწიოთ ყოფნა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების შეშით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 10 ათას ლარამდეა გამოყოფილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გოზალიშვილის განცხადებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაიწყო შეშის შეძენა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვისაც.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ირწმუნებიან, რომ იანვრამდე ქალაქ ლაგოდეხისა და მიმდებარე სოფლების სრული გაზიფიცირებაც მოხდება. ლაგოდეხელები ამბობენ, რომ დანაპირები ამჯერად მაინც თუ შესრულდა, მოსახლეობას ზამთარში გათბობისათვის უკვე ნაკლები ხარჯი ექნება.
XS
SM
MD
LG