Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებაზე იმსჯელებს


დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მიმართვის განხილვის მოსამზადებლად, ბელორუსიის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატამ სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი მასკევიჩმა, მინსკში ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ ბელორუსიის პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატები ნოემბრის მეორე ნახევარში სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლას და აღიარების საკითხის გადასაწყვეტად სიტუაციის ადგილზე გაცნობას აპირებენ. მასკევიჩმა აღნიშნა, რომ ბელორუსიის საპარლამენტო დელეგაცია თბილისში ვიზიტსაც გეგმავს. დეპუტატის განმარტებით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე, ამ წლის ბოლომდე, მსჯელობა პარლამენტის ამოცანას არ წარმოადგენს. ოთხშაბათს ბელორუსიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მაკეიმ განაცხადა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის განხილვისას, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაიწყება, პარლამენტი საზოგადოებრივ აზრს გაითვალისწინებს. მაკეიმ აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ბელორუსიის მოქალაქეთა მოსაზრება არაერთგვაროვანია.
XS
SM
MD
LG