Accessibility links

logo-print

ისრაელმა უარყო გაეროს რეზოლუცია


ისრაელმა უარყო გაეროს რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და პალესტინას მოუწოდებს გამოიძიონ გასულ ზამთარში, ღაზის კონფლიქტის დროს ჩადენილი საომარი დანაშაულობები. ის ფაქტი, რომ კენჭისყრის დროს 44-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, ხოლო 18 წინააღმდეგი იყო, მეტყველებს, რომ რეზოლუციას არასაკმარისი “მორალური მხარდაჭერა” აქვს, - აცხადებს ისრაელი. რეზოლუცია ეყრდნობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშს, რომელიც ისრაელსა და პალესტინის გასამხედროებულ ორგანიზაცია ჰამასს ბრალს სდებს საომარი დანაშაულობების ჩადენაში და რეკომენდაციას აძლევს ორივე მხარეს, რომ თავადვე ჩაატარონ გამოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალს გადაეცემა.
XS
SM
MD
LG