Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში განიხილავენ სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებულ მორატორიუმს


რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებულ მორატორიუმს განიხილავს. საკონსტიტუციო სასამართლომ 1 იანვრამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. სასამართლოს პრეს-მდივნის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის წარმომადგენელ მიხაილ კროტოვის განცხადებით, „სიკვდილით დასჯის გაუქმება არის ერთ-ერთი მიზანი სამართლებრივი რეფორმებისა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს“. როგორც კროტოვმა სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, მედვედევი ემხრობა სიკვდილით დასჯის „ეტაპობრივ“ გაუქმებას.
XS
SM
MD
LG