Accessibility links

logo-print

”ვაშინგტონელ სნაიპერს” დღეს სიკვდილით დასჯიან


დღეს აშშ-ში სიკვდილით დასჯიან ე.წ. ”ვაშინგტონელ სნაიპერს”, რომელმაც 2002 წელს ვაშინგტონის შემოგარენში 10 პირი მოკლა. ჯონ ალენ მუჰამედი 48 წლისაა. მას 2004 წელს ვირჯინიის შტატში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს. ბრალმდებელთა თანახმად, მუჰამედი პროფესიონალი სნაიპერია. ის ამერიკის არმიაში მსახურობდა. ის სავაჭრო ცენტრებთან, სკოლებთან და ბენზინ-გასამართ სადგურებთან ადამიანების მოსაკლავად სნაიპერის შაშხანას იყენებდა. აშშ უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მუჰამედის სიკვდილით დასჯის გადადების შესახებ თხოვნა. ჯონ ალენ მუჰამედს დღეს სასიკვდილო ინექციას გაუკეთებენ. მუჰამედის თანამზრახველს, 17 წლის ლი ბოიდ მალვოს სამუდოამო პატიმრობა მიესაჯა.
XS
SM
MD
LG