Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუამის საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სხდომა დასრულდა


თბილისში, სუამის საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სხდომა კომუნიკეს და ორი რეზოლუციის გამოქვეყნებით დასრულდა. კომუნიკე რეგიონული უსაფრთხოების კონცეფციას და სუამის სივრცეში პოლიტიკური, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. რაც შეეხება რეზოლუციებს - ერთი მათგანი სუამის წესდებას წარმოადგენს, მეორე კი - უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG