Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორთლაძემ ქართული ”პატრიოტის აქტი” გამოაქვეყნა


პარლამენტის წევრმა გია თორთლაძემ გამოაქვეყნა „ანტიტერორისტული ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის კანონპროექტი,“ რომელიც ინიციატორის განცხადებით, ამერიკული „პატრიოტის აქტის“ ანალოგად მოიაზრებოდა. თორთლაძის განმარტებით, კანონპროექტი მხოლოდ კომპლექსურ, ანტიტერორისტულ ღონისძიებებს გულისხმობს და მასში არაფერია ნათქვამი სატელეფონო მოსმენის გაძლიერების, ელექტრონული წერილების შემოწმების, თუ ბინის მესაკუთრის დაუკითხავად ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. დეპუტატის განცხადებით, რკინიგზასა და ელექტროგადამცემ ხაზებზე მომხდარი აფეთქებების, პოლიციელებზე თავდასხმების და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მოქალაქეთა გატაცების გამო, სწორედ კომპლექსური მიდგომა და პრევენციაა საჭირო.
XS
SM
MD
LG