Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოკჰოლმში ევროკავშირი-რუსეთის სამიტი იმართება


დღეს სტოკჰოლმში ევროკავშირი-რუსეთის სამიტი იმართება. დღევანდელი შეხვედრისთვის სტოკჰოლმში რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი და ევროკავშირის მხრიდან: საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა, ევროკომისიის პრეზიდენტი ჯოზე მანუელ ბაროზუ ჩავიდნენ. სამიტში მონაწილეობს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - შვედეთის პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელდიც მიიღებს მონაწილეობას. ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე საუბარი შეეხება როგორც ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობას, აგრეთვე რეგიონულ საკითხებს - ვითარებას ავღანეთსა და პაკისტანში, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს, დასავლეთ ბალკანეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, კლიმატურ ცვლილებას და ენერგეტიკას. სააგენტოების თანახმად, დღის წესრიგის მთავარი საკითხები ვაწრობისა და დასავლეთი ევროპისთვის რუსეთის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას შეეხება. მოელიან, რომ სამიტზე იმსჯელებენ რუსეთსა და უკრაინას შორის უთანხმოების თავიდან აცილების გზებზე. სამიტამდე რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ ”გაფრთხილების” მექანიზმის შექმნაზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტისგან ზიანის შესამცირებლად.
XS
SM
MD
LG