Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში განხორციელებულ დანიშვნებს გამოხმაურება მოჰყვა


მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან ევროკავშირის ახალ, წამყვან თანამდებობებზე ორი ნაკლებად ცნობილი ფიგურის დანიშვნას. ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ჰერმან ფან რუმპე ბლოკის პირველ პრეზიდენტად დაინიშნა, ევროკავშირის ვაჭრობის კოორდინატორი, კეტრინ ეშტონი კი საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელად. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, რუმპე სავარაუდოდ თავის პრეზიდენტობას კონსენსუსს დააფუძნებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ კი მას „მიზანმიმართული“ პოლიტიკოსი უწოდა. ევროკავშირის გარეთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ მოუთმენლად ელის ეშტონთან თანამშრობლობის დაწყებას - და რომ ეშტონი წინა თანამდებობაზე მოსკოვის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის თანახმად, ეს დანიშვნები „უმნიშვნელოვანესი ეტაპია ევროპისთვის, და მისი როლისთვის მსოფლიოში.“ ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ვენ ძიაბაომ, დანიშვნებს ევროპის ინტეგრაციისკენ გადადგმული „მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა.
XS
SM
MD
LG