Accessibility links

logo-print

ირანს მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ბირთვულ სფეროში წინადადების გარშემო


მსოფლიოს ექვმა სახელმწიფომ იმედგაცრუება გამოხატა გაეროს გეგმის მიმართ ირანის უარის გამო, რომლის მიზანი იყო ბოლო მოღებოდა შეშფოთებას თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. ამის შესახებ, ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლებმა პარასკევს, ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ გამოაქვეყნეს განცხადება. ექვსი ქვეყანა ერთმანეთს შევხდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ რამდენიმე კვირაში ირანის მიმართ სანქციების პაკეტი შემუშავდება. ატომური საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოჰამედ ელ ბარადეიმ მოუწოდა ირანს მიიღოს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გამდიდრებული ურანის უცხოეთში გატანას გადასამუშავებლად წლის ბოლოსათვის.
XS
SM
MD
LG