Accessibility links

logo-print

ჯონ ბაიერლი: აშშ საქართველოს იარაღს არ აწვდის


”აგვისტოს ომის შემდეგ, რეგიონში გაცილებით მშვიდი სიტუაციის უზრუნველსაყოფად აშშ-ს ევროპელ და რუს პარტნიორებთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვს”, - განუცხადა ”როსიისკაია გაზეტას” რუსეთში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბაიერლიმ. მისივე თქმით, ვაშინგტონს სურს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროვინციებში მიაღწიოს საერთაშორისო მეთვალყურეთა დაბრუნებას. ამავე ინტერვიუში ბაიერლიმ უარყო, რომ აშშ საქართველოს იარაღს აწვდის. დიპლომატის განცხადებით, ამერიკული მხარე ამჟამად სპეციფიკურ მისიას ასრულებს და ქართველ სამხედროებს ავღანეთში ექსტრემისტული ძალების საწინააღმდეგო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ამზადებს.
XS
SM
MD
LG