Accessibility links

logo-print

პალესტინელები უარყოფითად აფასებენ ისრაელის გეგმას


პალესტინელებმა უარყოფითად შეაფასეს ისრაელის განცხადება, რომ ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე დასახლებების მშენებლობას 10 თვით შეაჩერებს. პალესტინელთა მხარის წარმომადგენელმა, საებ ერეკატმა, ისრაელის განცხადებას - რომლითაც ოთხშაბათს საღამოს პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოვიდა - „პროპაგანდა“ უწოდა და შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ამას არ წამოეგოს. ერეკატმა მედიას წერილობით მიმართა და ვაშინგტონსა და საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა წევრებს თხოვა, ისრაელს დასახლებების მშენებლობის სრულად შეჩერებისკენ მოუწოდონ და არა ნაწილობრივ. ისრაელის ნაბიჯს პალესტინელთა პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტია ფატაჰიც უარყოფითად შეხვდა.
XS
SM
MD
LG