Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ოპოზიციური პარტია იქმნება


თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში შეიძლება მალე ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია შეიქმნას. პარტიის ”ირონი” შექმნის ინიციატორი გაზეთის ”21-ე საუკუნე” მთავარი რედაქტორი თემურ ცხოვრებოვია. იგი ამბობს, რომ ეს იდეა დიდი ხანია მწიფდება. ცხოვრებოვის თქმით, პარტიას ”ამბიციური მიზანი” აქვს. მისი აზრით, ჭეშმარიტება კამათში იბადება, ამიტომ მათი მიზანია განცხადებებითა და ქმედებებით თვალი აუხილონ მოსახლეობას რესპუბლიკაში არსებულ მდგომარეობაზე. ის ფიქრობს, რომ მათი პარტია უფრო მეტს შეძლებს, ვიდრე ამჟამინდელი მთავრობა აკეთებს. ახალი პარტიის შექმნის ინიციატორი ფიქრობს, რომ თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობაში არასაკმარისად კომპეტენტური ადამიანები მოხვდნენ. იგი წუხს, რომ ჩამოსულები საქმდებიან და ადგილობრივები უმუშევარი არიან.
XS
SM
MD
LG