Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავაც დიპლომატიაზე ამყარებს იმედს


ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანის შეფასებით, ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად ჯერ არ ამოწურულა დიპლომატიის რესურსები. ამ შეფასებით ლარიჯანის გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებლად 10 ახალი საწარმოს აგებას აპირებს. ეს განცხადება მიჩნეულია პასუხად მკაცრ კრიტიკაზე, რომელიც გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოთქვა ირანის მისამართით, ურანის გასამდიდრებლად განკუთვნილი საწარმოს საიდუმლოდ მშენებლობის გამო. შეერთებულმა შტატებმა დღეს განაცხადა, რომ ირანს ბევრი დრო აღარ რჩება ბირთვულ პროგარმასთან დაკავშირებულ საკითხებზე უთანხმოების მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG