Accessibility links

logo-print

პაპანდრეუ: საქართველოში ეუთოს ყოფნა დღეს ისე აუცილებელია, როგორც არასდროს


ათენში მიმდინარეობს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგის მთავარი თემა ევროპული უსაფრთხოებაა. სხდომის გახსნისას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა პაპანდრეუმ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ეუთოს მისიის ყოფნა დღეს ისე აუცილებელია, როგორც არასდროს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეუთოს სტაბილურობის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის უპრეცედენტო გამოცდილება აქვს და ამ თვალსაზრისით უნუკალურ ინსტრუმენტებს ფლობს. ეუთოს სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიან სხდოამზე მოხსენებით წარსდგება გრიგოლ ვაშაძეც, რომელიც ათენში ვიზიტისას პირისპირ რამდენიმე სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება. ეუთოს მინისტერიალს რუსეთი წარუდგენს პრეზიდენტ მედვედევის ინიციატივას, რომელიც ევროპული უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების მომზადებას შეეხება. რუსეთი ასევე აპირებს ეუთოს კონფლიქტების მოგვარების და მათი აღკვეთის საერთო პრინციპების შემუშავება შესთავაზოს.
XS
SM
MD
LG