Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟან ლუი ლორანს საქართველოში რეფორმების წარმატების იმედი აქვს


ევროსაბჭოს დემოკრატიისა და პოლიტიკურ საქმეთა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან ლუი ლორანს იმედი აქვს, რომ საქართველოში დემოკრატიული რეფორმები წარმატებით დასრულდება. ლორანმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დღევანდელი შეხვედრისას ევროსაბჭოსადმი არსებული ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს, ერთ-ერთი მთავარი თემა კი - საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო.
XS
SM
MD
LG