Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზს გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად


თვითმხილველები როგორც იუწყებიან, ირანის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა ოპოზიციონერი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდნენ თეირანის ცენტრალურ მოედანზე. დღესვე ირანში ოფიციალურ მიტინგზე პატივს მიაგებენ 1953 წელს, ყოფილი შაჰის მმართველობის დროს დახოცილი სამი სტუდენტის ხსოვნას. თვითმხილველები იუწყებიან აგრეთვე, რომ ოპოზიციის რამდენიმე მომხრე დააკავეს, დედაქალაქის ცენტრში კი მობილური სატელეფონო კავშირი გამორთეს, რათა დემონსტრანტებს ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება მოუსპონ. ამ ინფორმაციას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ადასტურებენ, რადგან დასავლეთის მედიას არ ეძლევა მიმდინარე მოვლენების გაშუქების უფლება. ოპოზიციამ მომხრეებს მოუწოდა, შეიკრიბონ სახელმწიფოს მიერ დღეისთვის ორგანიზებული მიტინგის ადგილას, რათა პროტესტი გამოთქვან ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის გამოცხადების გამო. პოლიციამ და რევოლუციურმა გვარდიამ ოპოზიცია გააფრთხილეს, რომ მკაცრ ზომებს მიმართავენ ნებისმიერი უსანქციო მიტინგის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG