Accessibility links

logo-print

აფეთქებების სერიამ ბაღდადში 127 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში დღეს, სულ ცოტა, 127 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, როგორც ჩანს, კოორდინირებულმა აფეთქებებმა. დაჭრილია 400-ზე მეტი კაცი. ერთ-ერთი იერიშისას, თვითმკვლელი დანაღმული ავტომანქანით დაეჯახა პოლიციის პატრულს სამხრეთ ბაღდადში. მოგვიანებით სამი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა ბაღდადის ცენტრში. აფეთქებები ძირითადად მიმართული იყო ოფიციალური უწყებების, მათ შორის ორი სამინისტროს წინააღმდეგ. მთლიანობაში ძალადობამ ერაყში ბოლო 18 თვის მანძილზე იკლო, თუმცა, ერაყის ოფიციალური წარმომადგენლები და აშშ-ის სამხედრო ლიდერები შიშობენ, რომ იერიშები შესაძლოა, გახშირდეს საყოველთაო არჩევნების მოახლოების ფონზე. არჩევნები, სავარაუდოდ, თებერვალში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG