Accessibility links

ირანი სამ ამერიკელ მოგზაურს გაასამართლებს


ირანში სასამართლოს წინაშე წარსდგება შეერთებული შტატების სამი მოქალაქე. ისინი უკვე 4 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფებიან ჯაშუშობის ბრალდებით. ამ განცხადებით დღეს გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოთაქი. სამი სტუდენტი ივლისში მას შემდეგ დააკავეს, რაც მათ ირანის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს ჩრდილოეთ ერაყიდან. დაკავებულების ოჯახები აცხადებენ, რომ სტუდენტები ფეხით მოგზაურობენენ და საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს. შეერთებული შტატების მთავრობა თვლის, რომ არანაირი ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს და ირანს დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG