Accessibility links

logo-print

ეუთოს დელეგაცია ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას შეხვდა


ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის დიპლომატები და ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი ხრისტოპულოს ხარალამპოსი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წევრებს შეხვდნენ. როგორც თვითგამოცხადებული მთავრობის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსი ეროვნების მოქალაქეების მოძიება იყო. პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, 17 დეკემბერს, ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა გაიმართება. ჩოჩიევის ინფორმაციით, შეხვედრა უზგო-უკვლოდ დაკარგულთა და დაკავებულთა საკითხს მიეძღვნება.
XS
SM
MD
LG