Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის მთავრობა: ოკუპირებულ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული


ოკუპირებულ აფხაზეთში H1N1-თან დაკავშირებით კარანტინია გამოცხადებული. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დახურულია სკოლები, ბაღები და სხვა დაწესებულებები. ჯანდაცვის მინისტრის დალილა ხორავას განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში H1N1 ვირუსის გამო სავალალო მდგომარეობაა. „აფხაზეთიდან ზუგდიდის სამედიცინო ცენრებს ორი დღის მონაცემებით უკვე ასამდე აფხაზეთში მაცხოვრებელმა მიმართა. აქედან 40 ბავშვია. ჩვენ ვიცით, რომ მათ მედიკამენტებიც არ აქვთ“, - ამბობს დალილა ხორავა. რადიო თავისუფლება ვითარებაში გასარკვევად ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონის სოფლების ოტობაიასა და თაგილონის სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სკოლაში მოსწავლეთა დასწრება მაღალია და არც პანიკის საფუძველი არსებობს.
XS
SM
MD
LG