Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსერვატორები: ხელისუფლება რეგიონებში მცხოვრებ მხარდამჭერებს თბილისში არეგისტრირებს


საქართველოს კონსერვატიული პარტიის განცხადებით, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების გამო, ხელისუფლება რეგიონებში მცხოვრებ მხარდამჭერებს თბილისში არეგისტრირებს. კონსერვატორთა ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პარტიამ და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ მოქალაქეებისგან მიიღეს. ინფორმაციის შესამოწმებლად კახა კუკავა სამოქალაქო რეესტრს მიმართავს და ითხოვს სტატისტიკურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენი პირადობის მოწმობა გაიცა თბილისში გასული 2 თვის განმავლობაში. ამავე საკითხით დაინტერესებას კონსერვატორები საერთაშორისო ორგანიზაციებისგანაც ითხოვენ. რამდენიმე ხნის წინ, რეგიონებში მცხოვრებთა თბილისში რეგისტრაციის ინფორმაცია ”ალიანსის საქართველოსთვის” ლიდერებმაც გაავრცელეს.
XS
SM
MD
LG